ააიპ „საქართველოს აქტიური ახალგაზრდების ასოციაცია“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც შედგება აქტიური ახალგაზრდებისაგან. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის აქტივობებში. ასოციაციის საქმიანობის მიზნები: · საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება სამიზნე ჯგუფების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისკენ; · არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია; · სამიზნე ჯგუფების სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებში ჩართულობაზე ზრუნვა; · სამიზნე ჯგუფების ინტერესთა ადვოკატირება; · ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობა; · ახალგაზრდების საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა; · ეთნიკური უმცირესობების განათლების დონის ამაღლება; · საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტული და უფლებათადაცვითი ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება. · გენდერულ საკითხებზე მუშაობა; · სოციალურად დაუცველ პირთა მხარდაჭერა; · სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა; · ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; · გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; · სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწოვან პატიმართა რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; · მიმდინარე რეფორმებისა და სხვა ტიპის პროცესების თაობაზე სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა. 

გარდა საკუთარი პროგრამებისა და პროექტების ორგანიზებისა, ჩვენი ასოციაცია ხელს უწყობს მსგავსი მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციებს მათი პროექტების წარმატებით განხორციელებაში ჩვენს ხელთ არსებული რესურსის დახმარებით.

* " აქტიური და განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის წარმატების საწინდარია. ახალგაზრდები ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, რადგან ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია."