This is an example of a HTML caption with a link.

6:43 PM
აქტიური ახალგაზრდა წევრების მიღება - შენი წარმატება იწყება აქ!

 

საქართველოს აქტიური ახალგაზრდების ასოციაცია იწყებს აქტიური ახალგაზრდა წევრების მიღებას.

თუ ხართ 14-დან 19 წლამდე აქტიური ახალგაზრდა და ცხოვრობთ თბილისში, მაშინ დროა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.
ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ:
თავად გახდეთ ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების ინიციატორი და განახორციელოთ იგი;
საინტერესო პროექტებზე მუშაობის პროცესში შეიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღოთ არაფორმალური განათლება, რომელიც პიროვნული და კარიერული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ;


შეიძინოთ საერთო ინტერესების მქონე მეგობრები;
გაიცნოთ წარმატებული და ცნობილი ადამიანები; 
გახდე უფრო მეტად აქტიური მოქალაქე;
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
__
წევრების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. შემოსული აპლიკაციების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
__
 რეგისტრაციის მიზნით ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://goo.gl/qTFyn2

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს.
__
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 აპრილი.
__
არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით კიდევ უფრო აქტიური ჩვენს გუნდთან ერთად!
__
საქართველოს აქტიური ახალგაზრდების ასოციაცია გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 227 | დაამატა: Admin | ტეგები: ვაკანსია, axalgazrda wevrebis migeba, vakansia, აქტიური ახალგაზრდა წევრების მიღება , sheni warmateba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar